პოლიტიკა
ეს არის უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხი და ისინი შესაბამისად მიუდგებიან - იან კელი სააკაშვილზე
საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს გამოეხმაურა. ელჩის თქმით, აშშ-ში ამ საკითხს უყურებენ საერთაშორისო სამართლის ჭრილში და ეს უკრაინული მხარის გადასაწყვეტია.
„ნებისმიერი პირი, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, უნდა დაეყრდნოს სამართლებრივ განხილვას კომპეტენტური იურისტების დახმარებით, რადგან ეს არის სამართლებრივი საკითხი. ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპით. რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, ეს არის მიმდინარე სამართლებრივი საკითხი და ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
რაც შეეხება ამერიკის შეხედულებას, მათი გადმოსახედიდან ჩვენ ამას ვუყურებთ, საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის და არსებული სისტემის ჭრილში.
რაც შეეხება კონკრეტულ მოქმედებას, ეს არის უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხი და ისინი შესაბამისად მიუდგებიან“, - განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, 26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ინტერფაქს-უკრაინას“ მისწერა, მიზეზი გახდა სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის განაცხადის შევსებისას მიწოდებული „არასაიმედო“ ინფორმაცია.
ადმინისტრაციის თქმით, პეტრო პოროშენკოს აღნიშნული განკარგულება არ გამოქვეყნდება, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რომელთა გასაჯაროება დაუშვებელია კანონით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


