პოლიტიკა
ეს არის წარმოუდგენელი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში - რომან გოცირიძე
ეს არის წარმოუდგენელი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში; არავის აქვს უფლება დააკავოს დეპუტატი პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე. დეპუტატი არის ხელშეუხებელი პიროვნება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს წევრ, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.
,,ფაქტობრივად, ქვეყანაში მიდის ოპოზიციური პარტიის დევნა. ივანიშვილის ერთმმართველობა და არაფორმალური რეჟიმი გადადის პირდაპირ უხეშ ძალადობაზე, რომლის გამოვლინებაც იყო დღეს მომხდარი უპრეცედენტო ფაქტი.
მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვლებლივ გათავისუფლდეს საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, დაიცვას კონსტიტუცია და აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა - უზრუნველყოს კანონისა და კონსტიტუციის დაცვა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


