უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ივნისი, 2018 17:25
font-size

ეს არის ტყუილი, თვალებში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან - ნინო ბურჯანაძე

ეს არის ტყუილი, თვალებში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ვიდრე ვითმენთ, გვეკუთნის, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული სამთავრობო ცვლილებებისა და ოპტიმიზაციის შეფასებისას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის მოხსნა სურს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სკანდალის გამოწვევა არ უნდა, სამინისტროს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს იქნება მასკარადი ოპტიმიზაციაზე.

„ეს არ იქნება მსჯელობა, ეს იქნება აბსურდი და მასკარადი ვითომ ოპტიმიზაციაზე და სამთავრობო სტრუქტურების ცვლილებებზე. როგორ შეიძლება სერიოზულად ვისაუბროთ ამ საკითხზე. ქვეყანაში, სადაც არის 300 ათასი დევნილი, აუქმებენ დევნილთა სამინისტროს. ეს ხომ პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ხელისუფლებაში დევნილების პრობლემები, რეალურად არავის აინტერესებს. ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამინისტროს აუქმებენ, მხოლოდ იმიტო რომ ბიძინა ივანიშვილს სურს სოზარ სუბარის მოხსნა, მაგრამ არ უნდა, რომ ამან სკანდალის სახე მიიღოს. ივანიშვილი მარტივად წყვეტს პრობლემას -აუქმებს სამინისტროს. ასეთია მილიარდელის დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სამინისტროში მუშაობს ან იმ ხალხისადმი, ვისაც დევნილების სახით სამინისტრო ემსახურება. გამოდის, რომ ჩვენი პრიორიტეტი დევნილები აღარ არის? ჩვენი პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება აღარ არის? ჩვენი პრიორიტეტი ეკოლოგია აღარ არის?

ახალი პრემიერ-მინისტრი გვიმტკიცებს, რომ ოპტიმიზაცია საბიუჯეტო სახსრების დასაზოგად არის საჭირო და პარალელურად იმასაც გვეუბნებიან, რომ თანამშრომლების შემცირება არ იქნება. ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას - როგორ უნდა დაიზოგოს ბიუჯეტის თანხები თუ ადამიანების რაოდენობა არ შემცირდება?! იმ ადამიანებს უხელფასოდ ხომ ვერ ამუშავებენ, ამავე დროს ვერც ხელფასებს შეუმცირებენ და ვერც გაუშვებენ, მაშინ მიპასუხოს პრემიერმა, როგორ გაკეთდება საბიუჯეტო სახრების ეკონომია? ეს არის ტყუილი, თვალებში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ გვეკუთნის, ვიდრე ვითმენთ გვეკუთნის!“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი