პოლიტიკა
ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც და დამაფიქრებელიც, თუმცა ეს გზა აირჩია ყოფილმა პრეზიდენტმა - დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ვიდეოს კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს შეურაცხმყოფელია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ეს გზა თვითონ აირჩია.
„სასიამოვნო არაფერია იმაში, რა კადრებიც ვიხილეთ. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც და დამაფიქრებელიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გზა აირჩია ყოფილმა პრეზიდენტმა. რაც შეეხება მის მომავალს, სამწუხაროდ, უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება მასთან დაკავშირებით. იმედია, ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
გუშინ სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


