პოლიტიკა
ეს არის შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ - გია ვოლსკი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას, რომ სოხუმს თბილისთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება სურს.
„მათ მიაჩნიათ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება და ქართველები მტრები არ არიან. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარია, ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის ლულის სამიზნეებიდან არ უყურონ. საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ამაში განსხვავებები არსებობს“, -განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, განწყობა და ნდობის აღდგენა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაში იკვეთება.
„ვფიქრობ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დავუბრუნდებით და კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ აღვადგენთ. ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ. კანონთა საინტერესო პაკეტია მომზადებული და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკების გარეშე არ არსებობს კონფლიქტის გადაწყვეტა, მაგრამ ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია.
„დე-ფაქტო ხელისუფლების პოზიცია მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმოძრავებთ და ნდობის აღდგენის ფაქტორი იქნება მთავარი თემა, რომელიც საბოლოოდ მთავარი სტრატეგიული მიზნებისკენ გაგვიძღვება. ეს არის შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ“, - თქვა ვოლსკიმ.
შამბამ რუსულ რადიოსადგურ „Эхо Москва“-სთან საუბარში განაცხადა, რომ ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ თბილისთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.
„მე ვიყავი პირველი, ვინც დაიწყო საუბარი, რომ რაღაცნაირად უნდა დალაგდეს დიალოგი და დავფიქრდეთ ერთობლივ მომავალზე, იმ გაგებით, რომ ჩვენ ვართ მეზობელი ერები. არა მარტო ჩვენსა და საქართველოს შორის - მეზობელი ევროპული ერები ერთმანეთს ოდესღაც ეომებოდნენ. მაგრამ მერე მოდის დრო, როცა საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, რომ ახლა შესაძლებელია ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთანაც“, -თქვა შამბამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


