უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 მარტი, 2017 14:00
font-size

ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა - პარლამენტის თავმჯდომარე

ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. სხვა შეფასება და ეს არის ძალიან მძიმე შეფასება, მე არ შემიძლია მივცე პრეზიდენტის ამ განცხადებას - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში გაცხადებული პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით სწორედ ეფუძვნებოდა იმას, რომ სუბიექტურ მოსაზრებებზე არ ყოფილიყო დაფუძვნებულ არც ერთი გადაწყვეტილება.

„ჩვენი პოზიციის თანახმად, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ვფიქრობდით, რომ უნდა ჩატარებულიყო პირდაპირი წესით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავსულიყავით ჩვენ არაპირდაპირ არჩევნებზე“,-განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის სტატუსს კომისია პრაქტიკულად არ ეხება და ამასთან დაკავშირებითაც შეთანხმება მიღწეულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.

პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებებში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები არის მინიმალური. „იმდენად არის შეზღუდილი დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები 2010 წლის ცვლილებების საფუძველზე, რომ ეს მიზანიც რომ გქონდეს, დამატებით ვერანაირ არსებით ცვლილებას ვერ განახორციელებ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის თვალსაზრისით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, გამოდინარე ამ ყველაფრიდან, განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს კომისიის ერთადერთი მიზანი არის ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის უფლებამოსილებების შეზღუდვა, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად აშკარი, შეგნებული მცდელობა.

„ჩვენ საქმე გვაქვს კომისიის დისკრედიტაციის შეგნებულ მცდელობასთან. არ შეიძლება საზოგადოება მოატყუო ასეთი ფორმით. სხვანაირი შეფასება ამ ყველაფერს არ შეიძლება მიეცეს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, არამართებულია პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „თითქოს პრეზიდენტის დახმარებით იძულებული გავხდით და საზოგადოებამ გვაიძულა გადავსულიყავით არაპირდაპრი არჩევნებსი წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდებოდა მომავლ წელს პირდაპირი წესით არჩევნები“.

პალამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელბს მსგავსი არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს პოზიციების გადახედვა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები არ ჩატარდეს მომავალ წელს და პირდაპირი მოხდეს გადასვლა პრეზიდეტის არაპირდაპირი არჩევნების წესზე.

„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესია საქართლოს პრეზიდენტის არაპირადპირ არჩევნებზე გადავიდეთ დ ეს ეფუძნება სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ - ჯერ პირდაპირი, შემდეგ არაპირდაპირი არჩვენები, იყოს მათ შორის ის, რომ პრეზიდენტის პოზიციას გავუწიეთ ანგარიში და სწორედ ამიტომ შევაჩერთ ჩვენი არჩევანი ორსაფეხურიან რეფორმაზე. თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას და ის, თუ კვლავაც შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე“, -განაცხადა ირაკლი კობახიძე.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი