უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 სექტემბერი, 2017 17:35
font-size

ეს არის „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია, ეს არ არის საქართველოს კონსტიტუცია - ადა მარშანია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას შეფასებით, ახალი კონსტიტუცია არ არის საზოგადოებრივი შეთანხმების დოკუმენტი და ამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას. ამის შესახებ დეპუტატმა კენჭისყრის ჩატარებამდე განაცხადა.

„კანონმდებლებო, მინდა შეგახსენოთ კანონის განმარტება, იურისტები რომ იტყვიან, დეფინიცია. კანონი არის საზოგადოებრივი შეთანხმება. არ არის ეს კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, საზოგადოებრივი შეთანხმების საბუთი, არ არის.

მე ყველა სიტყვას, რომელსაც ახლა ვიტყვი, უდიდესი გულისტკივილით ვიტყვი. ეს არის საკონსტიტუციო უზურპაცია, ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება-დამყარება, ესაა „ქართული ოცნების“ პარლამენტი, ეს არაა საქართველოს პარლამენტი.

ეს არის „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია, ეს არ არის საქართველოს კონსტიტუცია. როდემდე უნდა ვიაროთ მოჯადოებულ 25-წლიან წრეში?“-განაცხადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტი. კენჭისყრის შედეგად, 117 დეპუტატმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა, ხოლო 2-მა პარლამენტარმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დღეს 2 საათზე დაიწყო. განხილვის პროცესში დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი