პოლიტიკა
ეს არის პირდაპირ ივანიშვილის ხუშტურები, რომ არ უნდა დავდგათ კარავი და არ უნდა გავჩერდეთ იქ - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, 20 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“ გამოეხმაურა. მისი თქმით, შესაძლოა, აქციის მონაწილეები კარვების დადგმაში დაეხმარონ.
„როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ვიცი, ბავშვები ატარებენ ამ აქციას. სავარაუდოდ, დაგვეხმარებიან კარვების გაშლაში“, - აღნიშნა სარალიძემ და განაცხადა, რომ შსს მას კარვის დადგმის უფლებას არაკანონიერად უკრძალავს.
ასევე სარალიძე გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, თუ შვილმოკლული მამები მერიის მიერ მითითებულ ვადაში არ დატოვებენ რუსთაველის გამზირს, უწყება კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„მის სიტყვებში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ კანონით. ასე გაამახვილა ყურადღება- კანონით. და რომელ კანონზე მელაპარაკება, ჯერ კარგად ჩახედოს იმ კანონებს, კარგად წაიკითხოს, მით უმეტეს ქალაქის მერია, და თუ არ იცნობს ამ კანონებს, მაშინ ვიღაცა გამოჰყოს, რომ ინფორმირებული იყოს კანონებში.
არანაირი კანონით არა აქვთ არც კარვების აკრძალვის უფლება, მით უმეტეს იქ დგომის აკრძალვის უფლება არა აქვთ. მაგრამ ეს არის ვიღაცის ხუშტურები. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის პირდაპირ, როგორც ვატყობ უკვე, ივანიშვილის ხუშტურები, რომ არ უნდა დავდგათ კარავი და არ უნდა გავჩერდეთ იქ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილების მკვლელების დასჯას. დასაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები, დასაჯონ საქმის ყველა გამყალბებლები და ხელის მფარველები, ერთი წამითაც არ გავჩერდებით იქ“, - განაცხადა სარალიძემ.
გუშინ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მერიის წერილი წარადგინეს, სადაც წერია, რომ მათ საახალწლო სამზადისის გამო 7 დეკემბრის შემდეგ რუსთაველის გამზირი უნდა დატოვონ. შვილმოკლული მამების თქმით, ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. მათ მხარდასაჭერად დღეს აქცია გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


