სამართალი
ეს არის ორგანიზებული მკვლელობა - მიხეილ რამიშვილი
სოფელ მაწევანთან, გოლთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს 24 საათიანი საგამოძიებო ექსპერტიმეტნი დასრულდა. ექსპერიმენტმა პასუხი ექსპერტიზის დასკვნაში გაჩენილ კითხვებს უნდა გასცეს.
„ექსპერიმენტი რაც ჩატარდა არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნით, შესაბამისად, რა შედეგს მოიტანს ამას ვნახავთ. ეს გამოჩნდება გამოძიების მიერ გადაწყვეტილებებში და ქმედებებში. აქ არ არის არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი ეს არის ორგანიზებული „ - თქვა ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ეს სპექტაკლია და ბაჩალიაშვილის მანქანა აქ რამდენიმე დღის განმავლობაში არ მდგარა.
„რა თქმა უნდა, არ იდგა. ესენი ეცდებიან, ექსპერიმენტით დადგინდეს, რომ მანქანა იდგა, მაგრამ ფაქტია, არ იდგა. ფაქტობრივად, ამ ყველაფრით თვალში მტვერს გვაყრიან. ეს მანქანა 21 ივლისს, გამთენიისას მოიტანეს. იცით, ცხედარი რა დღეში იყო? ასე დახურულ სივრცეში ეგეთი რაღაც არ ხდება, რაც ბავშვზე იყო“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება საქმის პროკურორს, ლაშა კოტრიკაძის თქმით, საგამოძიებო ექსპერიმეტნის მონაცემებს სამედცინო ექსპერტიზას გადასცემენ.
„ექსპერიმენტის დაწყებიდან 24 საათი გავიდა. შესაბამისად, მოცემული მომენტისათვის საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულებულია. მისი მიმდინარეობა და შედეგები ასახულია საგამოძიებო მოქმედების ოქმში. ამავდროულად, მიმდინარეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტის უწყვეტი ვიდეოგადაღება. ეს მასალაც ცხადია, დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს. პროცედურა არის შემდეგი: ექსპერიმენტის შედეგები გადაეგზავნება სამედიცინო ექსპერტიზას, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზა ამ მონაცემებს ასახავს დასკვნაში.
აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარება გულისხმობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტულ პროცედურას.
რიგ შემთხვევაში, ექსპერტიზის მიმდინარეობისას წარმოიშვება გარემოებები, რაც საჭიროებს დამატებითი მონაცემების მიწოდებას ექსპერტებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ექსპერტი კონკრეტული მოთხოვნით მომართავს საგამოძიებო ორგანოს და გარკვეული მონაცემების დაზუსტებას ითხოვს. ასეთ შემთხვევაში ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, გამოძიება აზუსტებს გარკვეულ მონაცემებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაზუსტდა ტემპერატურა როგორც ავტომობილის გარეთ, ისე ავტომობილის შიგნით. ეს მონაცემები მიეწოდება სამედიცინო ექსპერტიზას. ისინი ამ მონაცემებს გაუკეთებენ ანალიზს, მისცემენ შეფასებას და ასახავენ დასკვნაში. როდესაც დასრულდება ექსპერტიზის დასკვნა, შემდეგ ჩვენ გვექნება ანალიზის საშუალება“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძე.
ჟურნალისტების კითხვაზე, აღნიშნული ექსპერიმენტით დადგინდება თუ არა, ამ ტერიტორიაზე ბაჩალიაშვილის ავტომობილის ხუთი დღის განმავლობაში ყოფნა, პროკურორმა უპასუხა, ამ კითხვაზე პასუხი სპეციალურ ცოდნას საჭიროებს.
„სწორედ ამიტომ არის დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა და ამ ექსპერტიზას ატარებენ სპეციალური ცოდნის მქონე პირები. სწორედ მათ მოითხოვეს აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარება. ჩვენ დავაზუსტეთ და მივაწოდეთ ეს მონაცემები. დანარჩენს ისინი ასახავენ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო.
გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


