პოლიტიკა
ეს არის კერძო ვიზიტები, რომლებიც ემსახურება უფრო პარტიულ მიზნებს - ნუკრი ქანთარია „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვურ ვიზიტზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტი მოსკოვში კერძო პარტიულ ინტერესებს ემსახურება.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება.
„მე მაინც მგონია, რომ ეს არის კერძო ვიზიტები, რომლებიც ემსახურება უფრო პარტიულ მიზნებს ამ შემთხვევაში. ეს უახლოეს ხანში გამოჩნდება. შეიძლება, რაღაც დათმობაზე წავიდნენ , რომ რაღაც ქულები მოიპოვონ. კალაშნიკოვის დონეზე, ალბათ, არ გადაწყდება ეს საკითხი, მაგრამ ის, რომ რაღაც გარღვევა მოხდეს , ამისგან შორს ვარ. ვერცერთო არასამთავრობო პარტია ამ გარღვევას ვერ მოახდენს“, -აღნიშნა ქანთარიამ ტვ პირველის „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“.
ნუკრი ქანთარიას თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ამჟამინდელ მთავრობას რუსეთთან მიმართებიოთ ზომიერი კურსი აქვს აღებული, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი გაფართოვდეს.
„მოვა რაღაცა დრო, როცა შეიძლება ჟენევა-კარასინი-აბაშიძის ფორმატს დაემატოს რაღაც..“-განაცხადა ქანთარიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია მოსკოვში 2 ოქტომბერს გაიმგზავრნენ. გუშინ ისინი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. წელს ეს „პატრიოტების“ მეორე ვიზიტია რუსეთში. „ალიანსის“ წევრები რუს პარლამენტარებს 11 ივლისს შეხვდნენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


