პოლიტიკა
ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება - გრიგოლ ვაშაძე
„რესპუბლიკური" პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული იმ სისტემის დემონტაჟისთვის, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ბადებს ერთპიროვნულ თუ ერთპარტიულ მმართველობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწვეტილებას დადებითად აფასებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტია „ძალა ერთობაშია"-სთან ერთად გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე საერთო მიზნებსა და ხედვებზე იმსჯელეს.
„ჩვენ ისეთი საკითხები განვიხილეთ, სადაც თანხვედრა გვაქვს და არავითარი განსხვავებები არ გვაქვს - ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ეს არის ატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის სასამართლოს გადაუდებელი რეფორმა და ეს არის შეწყალება და ამნისტია იმ ადამიანების, რომლებიც ციხეში ახლა იმყოფებიან ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე,“ - განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


