პოლიტიკა
ეს არათუ გაუგონარია, არამედ თეორიულადაც კია წარმოუდგენელი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება მიმდინარეობს, სიცრუეს უწოდებს.
„ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ წინადადებებს და არგუმენტებს. ეს არათუ გაუგონარია, არამედ თეორიულადაც კია წარმოუდგენელი.
მე მივმართე შესაბამის უწყებებს, რომ დაიწყონ მოკვლევა და იმედი მაქვს, ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტებს, რომლებზე დაყრდნობითაც ასეთი ჭორი გაავრცელეს.
თითოეული ჩვენგანი ვართ შეურაცხყოფილი. საქართველოში სულ სამი საბეჭდი ცენტრი არსებობს. ეს არის თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მათ მიერ ხსენებულ ტერიტორიულ ორგანოებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება." - განაცხადა სოსო გიორგაძემ.
ცნობისთვის, მესამე სექტორის იმ პირთა ვინაობას ასახელებს ვინც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობს.
"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 10 დღის წინ ჩატარდა თათბირი და ყალბი პირადობის დაბეჭდვის მეთვალყურეობა დაევალა თავად ამ სააგენტოს ხელმძღვანელს სოსო გიორგაძეს და სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს ბეჟან ობგაიძეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


