პოლიტიკა
ეს არ არის სრულფასოვანი ლეგალიზაცია, ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იზამდა თავისი მანდატიდან გამომდინარე - ბექა წიქარიშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა წიქარიშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით არის მოხმარების ლეგალიზაციის ჩანასახი, ხოლო პარლამენტმა კანონი სასამართლოსთან თანხვედრაში უნდა მოიყვანოს.
„მე მგონი, არასწორი წარმოდგენა შეიქმნა ამ გადაწყვეტილებაზე. ეს შეიძლება განვმარტოთ, როგოც ლეგალიზაციის, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის ჩანასახი. ეს არ არის სრულფასოვანი ლეგალიზაცია, ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იზამდა თავისი მანდატიდან გამომდინარე. ის უბრალოდ იძლევა მიმართულებას ანუ განმარტავს მიმართულებას, დანარჩენი არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე“, - ახსნა წიქარიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „გირჩის“ წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


