პოლიტიკა
ეს აქტი სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ორ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები დაარღვია - ტედ პო
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის მიერ მიტაცებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები დაარღვია“, – ასე განმარტა კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი.
მისი თქმით, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ამაყი ვარ, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. ეს აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას, ნათელს ხდის მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთმა უნდა დატოვოს ორი ტერიტორია, რომელიც უკანონოდ აქვს ოკუპირებული.
მეორე, ეს აქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები უცვლელია და ეხმარება საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების კუთხით.
მესამე, დოკუმენტი მიუთითებს, რომ აშშ-ს სურს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსთან. დოკუმენტის მთავარი მიზანი ასევე არის, რომ უზრუნველყოს ჩვენი ურთიერთობების განვითარება.
ეს აქტი სხვა რამესაც აკეთებს – სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ორ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები დაარღვია. ეს დოკუმენტი კარგია საქართველოსთვის და აშშ-სთვის და რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ“, – განაცხადა ტედ პომ.
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. ამასთან, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


