სამართალი
ეს ამბავი ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოვიდა - გიგი უგულავა
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავა სააპელაციო სასამართლოში ე.წ. თბილსერვისის ეპიზოდზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
აღნიშნულ ეპიზოდზე პირველ ინსტანციაში განაჩენი უკვე არსებობს და უგულავას 4 წლითა და 6 თვით აქვს პატიმრობა მისჯილი, სააპელაციო სასამართლო მსჯელობს.
როგორც უგულავამ თავის დასკვნით სიტყვაში თქვა, მას არ ჰქონია განზრახვა, რომ ადამიანთა დასაქმება პარტიული ნიშნით მომხდარიყო.
დედაქალაქის ყოფილი მერი ამბობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს და პარტიის გამიჯვნა შესაძლებელი იყო, თუმცა როგორც თავად თვლის, საკმარისად არ მოინდომა.
"განზრახვა, რომ ეს ხალხი პარტიული ყოფილიყო, არ მქონია მე მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ სამწუხაროდ, ის რაც მინდოდა, რომ კარგად გამოსულიყო, არ გამოვიდა კარგად. მე პატარა ბავშვი არ ვარ და არც ისეთი გამოცდილების ნაკლებობა მაქვს, თუმცა სხვანაირად გამოვიდა. ადამიანს, როდესაც სახელმწიფო უხდის ხელფასს და ის მიდის მოქალაქესთან და პარტიულად ელაპარაკება, ეს ძალიან ცუდია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ცუდი პრაქტიკა მე ვერ ავლაგმე. მიზნად რომ დამესახა პრინციპში, რა მიზანიც მე დავისახე ჩემს თანამშრომლებთან ერთად, პრინციპში, განვახორციელე.
ეს ამბავი ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოვიდა. ცუდია ეს? რა თქმა უნდა, ცუდია.
ჩემამდეც ხდებოდა და ახლაც ხდება, მაგრამ ჩემამდე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება, მე ამაზე არ ვაპირებ ლაპარაკს იმიტომ, რომ ეს ჩემი და თქვენი განხილვის საგანი არ არის. ამიტომ შევთანხმდეთ ერთ რამეზე, სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანები თუ მუშაობენ როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები, ეს არის ცალსახად ცუდი. მე ამას ვემიჯნები იმიტომ, რომ ჩემი პრობლემა არის, მაგრამ არც არავის სხვას არ ვაბრალებ,"-განაცხადა გიგი უგულავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


