პოლიტიკა
ეს ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა - ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე
რუსი სამხედროების მიერ სოფელ ფლავისმანთან ადგილობრივი მცხოვრების, თამაზ ილურიძის გატაცებას გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მინისტრმა საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლი გათავისუფლება მოითხოვა.
მისი თქმით, ფაქტის გაგებისთანავე ამოქმედდა ცხელი ხაზი.
„გუშინ, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი, ამოქმედდა ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თამაზ ილურიძე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, რასაც ასევე ველოდები, ბუნებრივია. შეფასების თვალსაზრისით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ, სამწუხაროდ, ეს არის მორიგი გამოვლინება იმ პოლიტიკისა, რომელიც არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული უკვე წლების განმავლობაში, როდესაც ისინი იმყოფებიან საკუთარ კარმიდამოში, ამ შემთხვევაში, საკუთარ საძოვარზე და ხდება ადამიანების სრულიად უკანონოდ დაკავება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი თავისი კონტროლქვეშ მოქცეული ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული.
„ეს რეჟიმი, შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, მართულხლართები, ასევე მოქმედებს იმ ოსი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ გადაადგილება დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და არ ეძლევათ ამის საშუალება.
გასულ წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ სამჯერ მეტი ადამიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ გადმოუშვეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვიდრე პირიქით“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
48 წლის თამაზ ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად გორის რაიონის სოფელი ფლავისმანის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე დააკავეს, თუმცა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


