პოლიტიკა
ეს ადამიანები სპეციალურად ცდილობენ, ჩვენს სახელმწიფოს იმიჯი შეულახონ - ალექსანდრე კობაიძე
ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგანიზაციის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, რომ გახშირდა სხვადასხვა უფლებადამცვლისა თუ ექსპერტისგან საინფორმაციო თავდასხმა თავდაცვის სამინისტროზე.
„ეს ადამიანები სპეციალურად ცდილობენ, რომ დესტრუქციული ქმედებებით ჩვენს სახელმწიფოს იმიჯი შეულახონ“, - ამბობს კობაიძე.
მისი თქმით, კრიტიკა, ძირითადად, არაარგუმენტირებულია.
„ჩვენც არაერთხელ გაგვიკრიტიკებია თავდაცვის სამინისტრო, თუმცა კრიტიკა, აუცილებელია, იყოს არგუმენტირებული, მაგრამ არა ის, რომ პერსონალურად განიხილო მათი საქმე, რომ ეს ადამიანები არიან ჯაშუშები, არიან ქვეყნის მოღალატეები ან რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ემსახურებიან. ეს ყოვლად მიუღებელია და არ შეიძლება, რომ თავდაცვის სამინისტროს მიმართ მსგავსი ტიპების განცხადებას აკეთებდეს“,- აცხადებს კობაიძე.
უფლებადამცველის აზრით, მსგავსი „შეტევა“ სამინისტროზე პერსონალურ ხასიათს არ ატარებს, არამედ წარმოადგენს „თავდასხმას“ სახელმწიფო სისტემაზე. კობაიძის თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სახელმწიფომ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


