პოლიტიკა
ეს ადამიანები გუგულებს ძალიან გვანან - დავით ჭიჭინაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თავად დაარღვია პარტიული დისციპლინა, როცა პრემიერის განცხადება გააკრიტიკა.
დეპუტატის თქმით, გუნდში გადაწყვეტენ, რა ფორმით აგებს პასუხს უმრავლესობის წევრი პარტიული დისციპლინის დარღვევისთვის.
„მამუკა მდინარაძეს კარგი განცხადება გაუკეთებია, ალბათ, თავის თავი იგულისხმა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მან დაარღვია დისციპლინა, როცა პრემიერ-მინისტრის განცხადება გააკრიტიკა. ეს იყო პრემიერის საწინააღმდეგო განცხადება. ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს თავისი აზრი ჩამოუყალიბდათ. ასეთი ფრინველია გუგული, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს და ეს ადამიანები გუგულებს ძალიან გვანან.
სჯობს, ახლა კონფრონტაციის გაღრმავებისგან თავი შევიკავოთ. ეს ადამიანები გუშინდელ შეხვედრის შედეგებს ინტერპრეტაციას უკეთებენ.
ყველა დეპუტატის ჩართულობით შემუშავდება გადაწყვეტილების მიღების ფორმა, რომელსაც ყველა დავთანხმდებით და თუ ვინმე დაარღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. რაც აქ ვართ, პრეტენზია გვაქვს იმის თაობაზე, რომ უმრავლესობაში შეთანხმებული პოზიცია სხდომათა დარბაზში არ სრულდება და უხეში ჩარევა ხდება.
შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის შედგება, ურთიერთობებს ხელს შეუწყობს, რადგან ფურცელი მეგობრობას ამყარებს და ადამიანები წინ რომ დაიდებენ, ეცოდინებათ, რომ ისინი არავის უფროსები არ არიან“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
გუშინ უმრავლესობის დეპუტატების ბოლოდოინდელ განცხადებებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი ბოლო დროს, ხშირად არღვევს დისციპლინას, რის გამოც საკითხის პარტიულ ფორმატში განხილვა გახდა აუცილებელი.
მან აღნიშნა, რომ სამი თუ ოთხი დეპუტატი გამოთქვამს ისეთ აზრს, „რომ არ არის მთლად კორექტული, შეურაცხმყოფელიცაა“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


