პოლიტიკა
ეს 14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი - ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს
უფლებადამცველი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირი გაათავისუფლეს. კუპრავამ განაცხადა, რომ ის 2 კვირის განმავლობაში იყო გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი.
კუპრავას თქმით, ის შეხვდება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მასთან ერთად დასახავს მომავალ მიზნებს.
კუპრავას თქმით, რუსთაველის გამზირზე ჩატარებულმა აქციებმა ნაწილობრივ შედეგი გამოიღო, თუმცა ხელისუფლების შეცვლა ფორმალობას წარმოადგენს.
„დამნაშავეები დაუსჯელები არიან. სისტემა მორყეულია, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე დგას. ამიტომ ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ გრძელდება. თუ რა ფორმით, ცხადია, ამ ეტაპზე ამაზე ვერ ვისაუბრებ. ზაზა სარალიძეს ვნახავ, ვისაუბრებთ, დავსახავთ სტრატეგიას, თუ როგორ გავაგრძელებთ ბრძოლას.
ეს 14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო მუხტის დახშობა, რომელიც რუსთაველზე იყო. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, ვინც იმ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ებრძოდა სისტემასა და სამართლიანობას. ამ ბრძოლამ, შეუპოვრობამ, უკან რომ არ დავიხიეთ, რომ ვერ მოგვისყიდეს და ვერ დაგვაშინეს, ამან თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა“,- განაცხადა კუპრავამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


