უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 მარტი, 2017 12:25
font-size

ერთხელ უკვე მამა გიორგიმ ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი - მიხეილ რამიშვილი

მამა გიორგი მამალაძე მზად არის ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის მტკიცებით, დეკანოზს ციანიდი საერთოდ არ შეუძენია.

„დასვან რამდენი კითხვაც უნდათ, მაგრამ ერთხელ უკვე მამა გიორგიმ ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი. დანარჩენი საზოგადოებრივი, ცხოვრებისეული თუ ექნებათ, დასვან და ვისაუბრებთ“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დეკანოზის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს, ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მოწმე ირაკლი მამალაძე თავისი მეგობრების მოწმედ დაყენებას აპირებს, რომ იარაღი მისი არ არის, რასაც დაკავებული დეკანოზი ამტკიცებს.

თავის მხრივ, როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას.

„რაც მის საქმესთან შემხებლობაში იქნება, გასცემს პასუხებს. პროკურატურის ამოცანა თუ ის იქნება, რომ 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულები მამა გიორგის დახმარებით გახსნან, ის ფიზიკურად ვერ უპასუხებს“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი