პოლიტიკა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში ორ ფრაქციად იშლება
დღეს ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი ყოფილი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ.
ცნობილია, რომ შეიქმნება ორი ფრაქცია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს და “თბილისი“ მამუკა ახვლედიანის მეთაურობით.
“ჩვენი ფრაქცია, რომელიც საკრებულოში წარმოადგენს ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რამდენი დღის წინ გააკეთა განაცხადი, იქნება შემდგარი 3 კაცისგან. ფრაქციის სახელწოდება იქნება “თბილისი“. ფრაქციაში შევა საკრებულოს 3 დეპუტატი. თავმჯდომარე ვიქნები მე, ასევე, იქნებიან ბატონი დავით ავალიანი და თამაზ შოშიაშვილი,“- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა რუსთავი 2-თან საუბარში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


