პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმას ქმნის
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ. წამოწყება გულისხმობს ხალხის აქტიურ ჩართულობას პარტიის საქმიანობაში.
„მედიანიუსი“ პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , ყრილობაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი დაპირების ასასრულებლად, კამპანიას „ნაციონალური მოძრაობა - ხალხის პარტია“ იწყებს. ჩვენ ვაღებთ კარს და გიწვევთ პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმაზე სამუშაოდ.
ძვირფასო თანამებრძოლებო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებაში უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის მონაწილეობა. ენმ ერთად კვლავ უნდა ვაქციოთ სახალხო პარტიად, რომელიც იდეისა და პროგრამის გარშემო გააერთიანებს ჩვენს მეტ თანამოქალაქეს ივანიშვილის კოლაბორაციონისტი, მოღალატე ხელისუფლების შესაცვლელად და საქართველოს პროგრესისა და განვითარების გზაზე დასაყენებლად, მოქალაქეების კეთილდღეობის და წარმატების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ უნდა ავამოქმედოთ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობის მრავალფეროვანი და საინტერესო მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, მოგვაწოდოთ იდეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ facebook-გვერდზე და ელექტრონულ ფოსტაზე (info@unm.ge). დიდი ინტერესით დაველოდებით თქვენს წინადადებებს.
მოვდევნო კვირას, 10 თებერვალს, 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყველა მსურველს გელით ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმის ირგვლივ ღია დისკუსიაზე.
თქვენი იდეები, რჩევები, რეკომენდაციები, კრიტიკული შენიშვნები, ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ენმ თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


