უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2025 14:22
font-size

„ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“ - საქართველოში სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ორგანიზებით გაიმართა.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, კახა კაკაბაძემ ყურადღება სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაში მეცნიერების როლზე გაამახვილა

„სურსათის უვნებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხია, რომლის გარშემო სამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, აკადემიური წრეები და ბიზნესი საერთო მიზნისთვის ერთიანდებიან. მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO-ს ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, განგვეხორციელებინა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, გვემუშავა სურსათის უვნებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, სურსათის უვნებლობის 2025-2028 სტრატეგიაზე, რომელიც უკვე დამტკიცდა“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს დაარსებიდან აღნიშნავს და უერთდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარ გზავნილებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ყოველდღიური საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვს სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და მომხმარებლის ინტერესების დაცვაში. სააგენტო ყოველწლიურად 36 ათასამდე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მაჩვენებელზე 7 ათასამდე ნიმუშს იკვლევს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლის და ქმედითი ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული სურსათში ისეთი ნარჩენები, როგორიცაა ტყვია, სუდანი, მალაქიტი, ანტიბიოტიკები, პესტიციდები“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა.

FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესში მეცნიერების მნიშვნელობაზე.

„მეცნიერება ჩვენი ძალისხმევის ქვაკუთხედია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ საფრთხეები, შევაფასოთ რისკები და შევიმუშაოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტანდარტები. მიზანი, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტები საქართველოში გლობალურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ მომავალს”, - აღნიშნა რაიმუნდ იელემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი