პოლიტიკა
ერთი სპექტაკლი დაიწყეთ და ჩაგივარდათ, მეორე სპექტაკლიც ჩაგივარდებათ - ირაკლი კობახიძიძე ნიკა მელიას
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული სპექტაკლი უწოდა. როგორც ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას საპასუხოდ განაცხადა, ეს სპექტაკლი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუვარდება.
„ბანდიტები, სასახლეებიც, კრიმინალიც თქვენკენ მოიკითხეთ. საკუთარი, პირადი ცოდვებიც მოიკითხე, ბატონო ნიკა, გარდა გუნდის ცოდვებისა. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომ საუბრობს მაღალ მატერიებზე, ესაა უბედურება და ეს უბედურება ძალიან მალე უნდა დასრულდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩეოდა გაუპატიურებით, ადამიანების ღირსების შელახვით, ბიზნესის რეკეტითა და ათასი უბედურებით. ეს ადამიანები ახლა ლაპარაკობენ სპექტაკლებით გამოგონილ თემებზე. ერთი სპექტაკლი დაიწყეთ და ჩაგივარდათ, მეორე სპექტაკლიც ჩაგივარდებათ ისევე როგორც პირველი სპექტაკლი“, - მიმართა მელიას კობახიძემ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, გუშინდელი ჩანაწერები არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას მართავს შეიარაღებული დაჯგუფებები, „რომლებიც იმართებიან და მჭიდრო კომუნიკაციაში არიან მინისტრებთან, განსაკუთრებით სუბართან, გახარიასთან“. მან მიმართა უმრავლესობის წევრებს და უთხრა, რომ ისინი „ფარცხალაძე-სუბელიანების“ ტყვეობაში არიან.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რუსთავი 2-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს განიხილავენ, რომლებშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


