პოლიტიკა
ერთი რეპერის ფბ სტატუსმა სამი სტრუქტურა ჩამოშალა - თინათინ ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებასა და მათ სასამართლო პროცესს ეხმაურება.
როგორც ხიდაშელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, ბერა ივანიშვილის სოლიდარობამ რეპერების მიმართ „სამი სტრუქტურა ჩამოშალა“.
„არ დაგვავიწყდეს ეს ის საქმეა ჯერ კიდევ გუშინ: 1.პატიმრობა რომ მოითხოვეს და მიიღეს 2. სასამართლოს რომ უთხრეს, საზღვრები დაუცველი გვაქვს და ამიტომ მიმალვის საფრთხეაო. 3. მოსამართლემაც პატიმრობის მისჯით საზღვრების დაუცველობა რომ დაადასტურა. 4. ამ საზღვრების დაუცველობაზე ჭიკჭიკი ვიზალიბერალიზაციას რომ საფრთხის ქვეშ აყენებენ. 5. სახელმწიფოზე მზრუნველები კონიუნქტურის გამო სახელმწიფოს ფეხქვეშ რომ თელავენ. 6. ერთი რეპერის ფბ სტატუსმა სამი სტრუქტურა რომ ჩამოშალა 7. შსს რომ ანგარიშსწორების ინსტრუმენტია, სრულად რომ გამოაჩინა 8. დასჯილი ჯერ არავინ რომ არ არის და პოლიტიკური პასუხისმგებობაც კი არავის აუღია, ბოდიშიც კი არ მოუხდია. 9. ის ისევ ახლაგაზრდებზე მზრუნველი მთავარი პორტფელის პატრონია. 10. პრემიერი უკვე მერამდენედ გამოძიების შედეგებს ელოდება და იგივეს მოითხოვს ჩვენგან“, - დაწერა ხიდაშელმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


