უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მარტი, 2018 10:45
font-size

ერთი მოლაყბე კაცი ხარ, ბიძინა ივანიშვილის სახელს ბოროტად იყენებ - ირმა ინაშვილი მამუკა მდინარაძეს

რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ დამნაშავემ გაიგოს- ის დაისჯება და მეორე მხრივ, უნდა იყოს ისეთი, რომ ოსმაც, აფხაზმაც გაიგოს: ჩვენ მათ არაფერს ვერჩით, მაგრამ შენი მედროვე ტვინი ამას ვერ გაიგებს,“ - ასე პასუხობს ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლითაც ამ უკანასკნელმა პატრიოტთა ალიანსი და ნაციონალური მოძრაობა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარის თქმისთვის გააკრიტიკა.

,,მამუკა, დიდი ხანია აღარ ხარ ზურაბ ადეიშვილის თანამშრომელი? და დიდიხანია აღარ ხარ ნაციონალური მოძრაობით აღტაცებული ადვოკატი? "საქართველოს პატრიოტების" გადაწყვეტილება,- კენჭისრაში არმონაწილეობის შესახებ ოკუპანტის მხარდაჭერით კი არაა განპირობებული, (ამდენი ტვინი უნდა გქონდეს, რომ ხვდებოდე), არამედ გამოწვეულია ქვეყნის ინტერესების დაცვით, სიფრთხილით, გონივრულობით, რომელიც შენ არა გაქვს! არა გაქვს იმიტომ, რომ არა ხარ პოლიტიკოსი. არ გესმის პოლიტიკური პროცესი. არა ხარ ამ პროცესის მონაწილე. მე საერთაშორისო პროცესებსაც ვგულისხმობ. ერთი მოლაყბე კაცი ხარ, ბიძინა ივანიშვილის სახელს ბოროტად იყენებ და ყველა თქვენს ნამოქმედარზე ამტკიცებ, რომ ეს ბიძინამ დაგავალათ. კონსტიტუციაც ბიძინას სახელით შეცვალეთ, ეს პირადად მე მითხარი და ახლა მიპასუხე: ისევ ბიძინას სახელით გააუქმეთ ე.წ. ბონუსის სისტემა? სინამდვილეში შენ და თქვენს 5 კაციან დაჯგუფებას პარლამენტში ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ გიცნობთ. თვალით არ ჰყავხართ ნანახი.

მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ ვიზიარებთ ამ დოკუმენტის სულისკვეთებას რიგ პუნქტებში, მაგრამ არ ვიზიარებთ რიგ ფორმულირებებს და მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები ყოველთვის სახიფათოა. განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში. და თანაც, რეზოლუციები, რაზეც ბატონი სერგი კაპარაძე წერს, რომ თურმე ეს დოკუმენტი მათი ღვაწლის შედეგია. ახლა თვითონ ბოკერიას ხალხი აცხადებს, რომ შენთან ერთად, მამუკა, დიდ ღვაწლში ყოფილა. გილოცავ შენ პირადად ბოკერიას ჯგუფის ამ განცხადებას.

დაიმსახურე ნამდვილად. და ბოლოს, რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ დამნაშავემ გაიგოს- ის დაისჯება და, მეორეს მხრივ, უნდა იყოს ისეთი, რომ ოსმაც, აფხაზმაც გაიგოს: ჩვენ მათ არაფერს ვერჩით, მაგრამ შენი მედროვე ტვინი ამას ვერ გაიგებს.

P.S. კარგა ხანია არ მიხსენებიხარ და ენა ამოიდგი? ჩამოვალ ბრიუსელიდან და ტელევიზიით ვისაუბრებ, როგორ სპეკულურებ ივანიშვილის სახელით“, - წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

„ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა მოხდეს მეტი ლუსტრაციისთვის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს და ხმას არ აძლევენ რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ხმას არ აძლევენ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ​არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობისგან “პატრიოტთა ალიანსმა” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი შეიკავა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი