უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 სექტემბერი, 2018 13:50
font-size

ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი “ქართული ოცნების” ბიუჯეტში ხვდება - მორიგი აუდიოჩანაწერი ,,ომეგა ჯგუფის“ საქმეზე (ვიდეო)

„ომეგა ჯგუფის“ საქმე - „კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ,,ქართული ოცნების“ ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

„თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე ესაუბრება „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სადაც ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ ჩანაწერში საუბარი ეხება „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერის, ირაკლი ჩუბინიშვილის საუბარს. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ პარტიაში ხდება თანხის მიტანა. ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობს იმაზე, რომ ყველას უწევს ამ თანხის გადახდა და საუბარში ახსენებს ვანო ჩხარტიშვილს და ახსენებს "ბიძის", რომელიც სავარაუდოდ, არის ბიძინა ივანიშვილი.

„ირაკლი ჩუბინიშვილი - იქ ეხლა ეგეთი სისტემა ჩამოყალიბდა რა, ყველა იხდის ფულს, უცხოელები ყველა იხდიან. უცხოელები იხდიან ორნახევარ თეთრს პაჩკაში, თორმეტნახევარ ლარს გაყიდული ყუთიდან, ეგ მიდის პირდაპირ მინისტრის დავალებით რა. ჩვენ ასე გვითხრეს, რო ეგ ნათქვამი მოიტანეთ თქვენ თუ მიიტანეთოდა რაღაც დანარჩენი, რასაც ვეხმარებით ამ ასაწყობი პირველის სიტუაციაში, იქ რეალურად, როგორც მე მივხვდი ჯერჯერობით არჩევნებს ხმარდება. ჩვენ ივლისშიც მივიტანეთ, აგვისტოშიც მივიტანეთ და უკვე სექტემბრისაც მივიტანეთ" - ისმის აუდიოჩანაწერში.

ფარული ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ თანხა განკუთვნილი იყო კონკრეტულად 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩუბინიშვილის თქმით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერშიც მოუწიათ თანხის მიტანა და ახლა კი უფრო მეტი თანხის მიტანა არჩევნების გამო სთხოვეს.

"ირაკლი ჩუბინიშვილი - გვთხოვეს, რო არჩევნებიაო და მოგვეცითო. ხოდა, არა იმიტომ, რომ მე პრინციპში, ჩვენ მეორეს მხრივ, ბიძის ამბავი ჩვენი საქმე ეგ არ არის რა. ეხლა შენ გამოცდილი ბიზნესმენი ხარ და თვითონ გადაწყვიტე რა. მე ეხლაპირდაპირ გეუბნები, როგორ გვაქვს ჩვენ დალაგებული რა. ხოდა, თქვენ თუ მაგი გინდათ, ლექსო რომ მივა მინისტრთან მერე ეტყვის ორ ნახევარი თეთრი თქვენი ეს OGT-ზეა. თუ გინდა არაფერი არ უთხრას მარტო ჩვენი მიიტანოს. პროსტა ინფორმაცია უნდა გითხრათ. რაც შეეხება ის რაც პარტიის ხაზით მიდის რა ხოლმე მაგაზე ეხლა რეალურად იქ არ მიდის ესე რო, აი ზუსტად დავთვალოთ და ის ზუსტად ითვლება ორ ნახევარი თეთრი, შესაბამისად ჩვენ დაახლოებით ვეუბნებით, რომ ამ თვეში ამდენს შევძლებთ იმ თვეში იმდენს შევძლებთ რა. ჩვენ ეხლა ბევრი მოგვიწია, ჩვენ ეხლა ბევრი მოგვიწია, ჩვენ იმაზე მეტი მოგვიწია, ვიდრე შეპირებული ვიყავით, 60 ლარზე მეტი მოგვიწია, მაგრამ მე ვაპირებ, რომ მერე დავაბალანსო. არ ვაპირებ რო შევაჩვიო, მთხოვეს არჩევნები არიო და პირდაპირ ციფრებით გვთხოვეს რა ამდენი და ამდენი და ამდენი და „პროსტა“ მივეცით რა" - ისმის აუდიოჩანაწერიდან.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი