პოლიტიკა
ერთდროულად ჩემზე ამბობენ, რომ ცუდი ხასიათი აქვს და არავის არ ემორჩილებაო, ხოლო მეორე მხრივ, არ არის, თურმე , დამოუკიდებელიო - სალომე ზურაბიშვილი
„ძალიან რთულია, როცა ერთდროულად ჩემზე ამბობენ, რომ ცუდი ხასიათი აქვს და არავის არ ემორჩილებაო, ხოლო მეორე მხრივ, არ არის, თურმე , დამოუკიდებელიო“, - ასე უპასუხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რაში მდგომარეობს მისი დამოუკიდებლობა, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ ღიად უჭერს მხარს.
„მე მგონი ნათელია, ჩემი დამოუკიდებლობა რაში მდგომარეობს, ესაა ჩემი ცხოვრების პრინციპები, ამ ქვეყნის ჩემეული ხედვა, როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა განვითარდეს, როგორ უნდა არსებობდეს დღევანდელ მსოფლიოში, რა პერსპექტივები გააჩნია. ამაზე აზრს ვეღარავინ ვეღარ შემიცვლის, 66 წლის გავხდი და ჩემს მოსაზრებებს ვეღარავინ ვეღარ შემიცვლის.
ვიყავი დამოუკიდებელი პარლამენტარი, ვიყავი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, ვიყავი საერთოდ დამოუკიდებელი ადამიანი და ძალიან რთულია, როცა ერთდროულად ჩემზე ამბობენ, რომ ცუდი ხასიათი აქვს და არავის არ ემორჩილებაო, ხოლო მეორე მხრივ, არ არის, თურმე , დამოუკიდებელიო. ასე რომ , შეთანხმდით და გადაწყვიტეთ“, -აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას დააყენებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


