სამართალი
ერთადერთი, რაზე მსჯელობაც ობიექტურად შეიძლება, არის ის, რომ გამოიწვია თუ არა ჩემმა განცხადებამ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა - მურთაზ ზოდელავა
იყო გულწრფელი პროტესტი, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა, რადგან კრეატიული მესიჯები იყო გავრცელებული. ეს თარიღი, მითოლოგიური თარიღი გახდა. როგორც ჩანს, ხალხში იყო იმედი, რომ ვიღაც შესაძლოა გადმოსულიყო ხალხის მხარეს. ბოლო დღეებში კი ისეთი მითიც შეიქმნა, რომ ივანიშვილი ბურჭულაძის მეგობარი გახდა, - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ეს იყო აბსოლუტურად სპონტანური, გულწრფელი პროტესტი, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, იმიტომ, რომ იყო კრეატიული მესიჯები, იყო სამწუხაროდ მითოლოგიური შლეიფი, მითოლოგია, რომელიც შეიქმნა და ამ მითოლოგიაში იყო, რომ ვიღაცა მაღალი თანამდებობის პირი [გვეხმარებოდა], აბსოლუტურად აბსურდული, რა თქმა უნდა... როგორც ჩანს, ხალხში ეს იყო. ამ კრეატივმა და მოლოდინებმა, განსაკუთრებით მითოლოგიზირებულმა მოლოდინებმა, რომ ვიღაც შეიძლება მოქმედი გადმოვიდეს, ისეთი დადიოდა ბოლო პერიოდში, რომ თითქოს თვითონ ბიძინა ივანიშვილიც პაატა ბურჭულაძის მხარს იყო გადმოსული. ამ ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი და შემდეგ მოხდა, რაც მოხდა, როდესაც ნახეს, რომ ამ მითოლოგიას რეალობასთან შემხებლობა არ ქონია.
თუ რეალურად ჩვენ რაც მოვისმინეთ პაატასი, პაატა მანჯგალაძის, ჩემი, ირაკლი ნადირაძის, საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს არის პოლიტიკური, საჯარო ვორდინგი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში, სხვანაირი აქცია, პროტესტი ამ ქვეყანას უბრალოდ არ ახსოვს, სადაც არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს... რაც შეეხება ორგანიზებას, გეუბნებით, ყველაფერი იყო საჯარო, საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები, ბევრი მითი შეიქმნა ასევე, კიდევ ვიმეორებ... იყო ბევრი მითი, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა გარკვეული მიზნებით ატრიალებდა და ამას შეეწირა კონკრეტული ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ბაჩო ახალაიას ვგულისხმობ... თვითონ ორგანიზება იმდენად საჯარო იყო, აქციის მოძახილი, სწორი ვორდინგი, რომელმაც ბევრი ხალხი მოიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ ასევე იყო ბევრი მითოლოგიური შლეიფი...
ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვანია ის ეპიზოდი, სადაც მე მოვუწოდებ ადამიანებს ათონელის მოედნისკენ გადანაცვლებისკენ და აქ ჩემი გამოუცდელობით, მე პირველად ვიყავი აქციაზე მიკროფონთან, შესაძლოა, ჩემი მოწოდების ფორმა... ჩემი გამოუცდელობით იმგვარად იქნა მოწოდება ჩემი, რომ მართლა შეიძლება ობიექტურად მიმდინარეობდეს მხოლოდ ამ საქმეზე მსჯელობა ბლოკირება თუ რაც არის ეს მუხლი [19-222], მართლა შეიძლება, გამოიწვია თუ არა ამ ადამიანის უნებლიე ვორდინგმა, ამაზე მსჯელობა მართლა ობიექტურად შეიძლება ერთადერთ მუხლზე, 19-222-ე მუხლზე. ამაზე უნდა ვდაობდეთ, ჩემმა მოწოდებამ ახალი ლოკაციის ათვისებისა გამოიწვია თუ არა [ბლოკირება]... ჩემმა არასწორმა, გამოუცდელი ადამიანის განცხადებამ გამოიწვია თუ არა 19-222“, - განაცხადა ზოდელავამ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


