პოლიტიკა
ერთადერთი, რაც ნამდვილად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის ამპსონები, რომლებიც ვეღარასოდეს შეძლებენ ევროპულ სივრცეში შესვლას - თინა ბოკუჩავა
"ერთადერთი, რაც ნამდვილად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის ამპსონები, რომლებიც ვეღარასოდეს შეძლებენ ევროპულ სივრცეში შესვლას", - ასე პასუხობს ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა "ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
ბოკუჩავა ამბობს, რომ "ოცნების" სარჩელი შეიძლება ახალი შესაძლებლობის შანსიც კი გახდეს - ენმ-ს ლიდერი ამ კონტექსტში ერთიანობასა და ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაზე საუბრობს.
„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგუროდ წოდებული საკონსტიტუციო სასამართლო რომელ პარტიებს გააუქმებს ან არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნის ირგვლივ. "ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის ევროპული დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება.
პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული, პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან მოღალატე კრიმინალთა ბანდას და ებრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ.
ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის სხვა ამპსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის ქვეყნებში და ვეღარასოდეს შეძლებენ თავისუფალ, ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც ასევე არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


