პოლიტიკა
ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან, ყველაფერი შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე
ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ნებისმიერი სიძულვილის კამპანია აწარმოონ ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ამას არ ჰქონდეს არანაირი პასუხი.
„თქვენ ხედავთ, ლიბერალური ფაშიზმი რა მეთოდებით მოქმედებს - ეს არის მარტივი მეთოდები, შენ შეგიძლია, ნებისმიერ ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, მარტო პოლიტიკოსებზე კი არ არის საუბარი. „ევროვიზია“ არის თქვენი ეგიდით წარმართული კონკურსი და არის ადამიანი, რომელიც ლიბერალურ ფაშისტებს არ მოსწონთ და ხედავთ, რამხელა სიძულვილის კამპანია არის წარმოებული მის მიმართ. იგივე იყო შარშანდელი კონკურსის მონაწილის, ნუცა ბუზალაძის მიმართ, რაღაც ვიდეო დაიდო და მახსოვს ლიბერალური ფაშისტების აჟიტირებული რეაქციები. ახლა არის წლევანდელი კონკურსანტი და იქაც სიძულვილის კამპანია, რაშიც მთელი ლიბერალური ფაშიზმია ჩართული პოლიტიკოსების ჩათვლით. მათ შორის კონკრეტული პარტიული ლიდერებიც იყვნენ ჩართული ამ სიძულვილის კამპანიაში, სამარცხვინოა. ეს უნდათ, რომ ნებისმიერი სიძულვილის კამპანია აწარმოონ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამოხატონ სიძულვილი, აგრესია, ყველაფერი და ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი პასუხი. უნიკალური ქვეყანაა საქართველო - ერთი ქვეყანა დამანახეთ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი. უნიკალური სერვისი გვაქვს შეთავაზებული ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს მარტო ქალაქის კი არა, ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან. ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის არ გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში. ვინც აპროტესტებს ამ კანონებს, ყველა არის ლიბერალური ფაშიზმის მხარდამჭერი და ომის პარტიის, სიძულვილის პარტიის მხარდამჭერი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


