უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 აგვისტო, 2025 19:18
font-size

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიას ასკანელიც შეუერთდა

ბუნების საკუთრების დასაცავად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით კამპანიას ახორციელებს. ინიციატივის მიზანია გააერთიანოს ისეთი დიდი ბრენდები და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ და მოუწოდოს მათ, წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში.

კამპანიას 9 ბრენდი შეუერთდა, მათ შორის არის კომპანია ასკანელი.

ხოხობი, რომელიც გასაღებზე ზის - ეს ასკანელის ლოგოა, რომელიც ბრენდის მთავარი სიმბოლო და იდენტობაა. გასაღებზე მჯდარი ფრინველი ჰეროიკული მემკვიდრეობის მცველის სახეა, ხოლო თავად გასაღები - ვიტიკულტურული საიდუმლოების, ანუ ვაზისა და ყურძნის მოვლის უძველესი ცოდნისა და ტრადიციების განსახიერება.

ეს არის ცოდნა, რომელსაც ასკანელი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით თაობიდან თაობას გადასცემს.

„ასკანელები ღვინის შექმნას ვენახიდან ვიწყებთ. ყოველ მტევანს ვუვლით სიყვარულით, ზრუნვით და პასუხისმგებლობით.

ვცხოვრობთ რწმენით, რომ ნამდვილი ღვინო იბადება იქ, სადაც ადამიანს, ვაზს, მიწას და მემკვიდრეობას თანაბარი პატივისცემით ეკიდებიან.

ეს პროექტი სწორედ იმ ღირებულებებს ეხმიანება, რასაც ჩვენი კომპანია იზიარებს - ქვეყნისა და მისი ბუნების დაცვასა და მოვლას.

მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ბუნების დაცვას, არამედ ქვეყნის მომავალსაც ემსახურება. კომპანიების გაერთიანება ამ საერთო მიზნის გარშემო კიდევ უფრო აძლიერებს ზრუნვისა და პასუხისმგებლობის კულტურას.

როგორც ვაზსა და მიწას სჭირდება მუდმივი სიყვარული და მოვლა, ისე ჩვენს გარემოს სჭირდება ერთიანი ძალისხმევა, რათა მისი ავთენტურობა და სილამაზე მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ“, - აღნიშნავს ქეთი კენკიშვილი, კომპანია ასკანელის მარკეტინგის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი