უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 თებერვალი, 2017 18:40
font-size

,,ეროვნული ფორუმის’’ წევრი - შს მინისტრის მოადგილეს: მანიაკ და მოძალადე გალდავას რომ ხელს დააფარებთ, თქვენც უნდა აგოთ პასუხი

საკრებულოს ,,ეროვნული ფორუმის’’ თავმჯდომარე, ავთანდილ დავითაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც შს მინისტრის მოადგილეს შალვა ხუციშვილს ახსენებს თავის უფლებამოვალეობას და მიუთითებს, რომ ნუ გახდება პოლიციელი გალდავას მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე.

საქმე ეხება ორი დღის წინ დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გვიან ღამით მისი შვილი გიორგი დავითაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა სცემა.

ეროვნული ფორუმის წევრის განცხადებით, მისი შვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მივიდა, რადგან მისი მეგობრები იქ ჰყავდათ გადაყვანილი. მისივე თქმით, პოლიციის უფროსმა გიორგი გალდავამ, გიორგი დავითაძე თავად შეიყვანა პოლიციის შენობაში, საიდანაც ის ნაცემი გამოვიდა.

„ბატონო ხუციშვილო, მოგმართავთ პირადად თქვენ, რომელმაც სცადეთ და ხელი დააფარეთ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს პოლიციელს ავთანდილ გალდავას. ჩემი შვილი, გიორგი დავითაძე კი მოიხსენიეთ რომ არის ყაჩაღი. კარგი ხელმძღვანელი გალდავას მიერ ჩადენილ საქმეს შეისწავლიდა, ანალიზს გაუკეთებდა და შესაბამის ღონისძიებას გაატარებდა. თქვენ, სახელმწიფო იმისთვის კი არ გიხდით ხელფასს, რომ შეფუთოთ ისე როგორც თქვენ გაწყობთ, თქვენი თანამშრომლების შავ-ბნელი საქმეები, არამედ იმისთვის რომ დაიცვათ სამართლიანობა. ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობის პირი ხართ და მანიაკ და მოძალადე გალდავას, რომ ხელს დააფარებთ ამ დანაშაულის დაფარვისთვის თქვენც უნდა აგოთ პასუხი.

მე გუშინ ოფიციალურად მივმართე შს სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურს, მოეცათ ცნობა ჩემი შვილის ადრე ნასამართლეობის შესახებ, სადაც ყაჩაღობის მუხლი არსად არ უფიქსირდება. გადავიხადე ფული, მივედი დღეს და განმიმარტეს რომ თურმე ტექნიკური მიზეზების გამო ვერ გასცემდნენ მსგავს ცნობას.
ვერ გასცეს იმიტომ რომ თქვენ მოიტყუეთ და მოატყუეთ საზოგადოება, როდესაც განაცხადეთ რომ თითქოს გიორგი დავითაძე ადრე ნასამართლევია ყაჩაღობის მუხლით.

მივმართავ სახალხო დამცველს, შემხვდეს, მოისმინოს ჩემი განმარტება. გაეცნოს საქმის მასალებს და მიიღოს გადამწყვეტი ზომები. თუ არადა მე გაჩერებას არ ვაპირებ. ავთანდილ გალდავა მინიმუმ უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და ბატონმა ხუციშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე’’, - აცხადებს ავთანდილ დავითაძე.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი