პოლიტიკა
„ეროვნული ფორუმი“ ლევან იზორიას შეკითხვით მიმართავს
„ეროვნული ფორუმის“ ერთ–ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ეჭვქვეშ აყენებს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას კომპეტენციას და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალზე არდასწრება ამ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის აბუჩად აგდებაა.
„მაინტერესებს ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია იყო თუ არა საქმის კურსში ნატოს იმ განცხადებაზე, რომ თურმე ნატომ უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, იცოდა თუ არა ამის შესახებ ლევან იზორიამ, თუ იმანაც ჩვენსავით ტელევიზიებით გაიგო ეს ამბავი.
გასაგებია, რუსეთი ოკუპანტია და აგრესორია, გასაგებია, რომ აგერ, 40 კილომეტრში დგას საქართველოს საზღვართან, გასაგებია, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახის დარტყმას უნდა ველოდებოდეთ მისგან, მაგრამ საინტერესოა აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს თუ არა გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე აქვს აღებული, როგორც შიდა ისე გარე საფრთხეებთან დაკავშირებით. ძალიან მეეჭვება მას ეს გააზრებული ჰქწონდეს რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქცია ქვეყნის უსაფრთხოებაა, დაკავებულია მხოლოდ არჩევნებით და ყველა ღონეს ხმარობს, საკონტროლო პაკეტი მოიპოვონ პარლამენტში და ყველა მეთოდის გამოყენერბით გააქრონ ოპოზიციური სპექტრი~, _ აცხადებს ანი მიროტაძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


