უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მარტი, 2019 11:43
font-size

ეროვნული ბანკი მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერთა გადამზადებას განაგრძობს

მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში, მეწარმეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებისა და ქვეყანაში მეწარმეთა ხელშეწყობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის დაინტერესებული ორგანიზაციების ტრენერების გადამზადებას განაგრძობს.

ამჯერად ტრენერთა ტრენინგში (TOT) მონაწილეობა ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და "კრეატიული განვითარების ცენტრის" (CDC) ტრენერებმა მიიღეს, რომლებიც მეწარმეთა შესაძლებლობების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ.

"კრეატიული განვითარების ცენტრი", ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, გეგმავს ფინანსური განათლების მოდული საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 3 - წლიანი პროექტის "ინტერნეტი განვითარებისთვის" ბენეფიციარ 3 000 - მდე მეწარმეს შესთავაზოს.

მიკრო და მცირე მეწარმეთა ფინანსური განათლების პროგრამა ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს "ევროპული ფონდის სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან (EDA) თანამშრომლობით შეიმუშავა. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებსა და მომავალ მეწარმეებს შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა მეწარმეთა სახელმძღვანელო, სესხის კალკულატორი და ფინანსური უწყისები, რომლებიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე უფასოდაა ხელმისაწვდომი.

2018 წელს ტრენერთა ტრენინგის გზით 15 ტრენერი, ხოლო ბენეფიციართა ტრენინგის გზით 80 - მდე მეწარმე გადამზადდა ქვემო ქართლისა და სამცხე - ჯავახეთის რეგიონებიდან.

საქართველოს ეროვნულ ბანკში ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდეგ, ტრენერები შეძლებენ დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგი ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და ფინანსური გადაწყვეტილებების შესახებ ნებისმიერ სფეროში დასაქმებული მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის; ბენეფიციარებთან ერთად განიხილონ საკვანძო საკითხები რეალურ მაგალითებსა და პრაქტიკულ რჩევებზე დაყრდნობით; და დაეხმარონ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შეფასებაში ძირითადი ინდიკატორების გამოთვლისა და დამხმარე ინსტრუმენტების - კალკულატორებისა და ფინანსური უწყისების - გამოყენების გზით.

ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში გეგმავს ტრენერთა და ბენეფიციართა ტრენინგების ციკლის გაგრძელებას.

NS

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი