პოლიტიკა
ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი - მამუკა ბახტაძე
ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი, რომელმაც აჩვენა თავის საქმიანობაში, რომ ის ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი ეთიკური ნორმებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიმართ სრულიად უსაფუძვლო და პოპულისტური განცხადებები გაკეთდა.
„ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება - ეს გახლავთ შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან. ეს გახლავთ სწორედ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი წარმატება და ამდენი წლის შემდეგ მოხერხდა საქართველოსთვის საინვესტიციო რეიტინგის ზრდა. ეს გახლავთ ფაქტობრივი გარემოება, დანარჩენი ყველაფერი სამწუხაროდ, პოლიტიკური სპეკულაციაა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მარეგულირებლის გამართული მუშაობა ყველასთვის თვალსაჩინოა.
„მსურს, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს ძალიან მაღალი პროფესიული საქმიანობისთვის. ბანკმა თავისი ზედამხედველობის ნაწილში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის გამყარებული ძლიერი არგუმენტებით. ასევე მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და გამოვხატო ჩემი დადებითი მიდგომა იმასთან დაკავშრებით, რომ ეროვნულმა ბანკმა და "თი-ბი-სი" ბანკმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი.
"თი-ბი-სი" ბანკი გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საფინანსო სექტორისთვის, არამედ, ეროვნული ეკონომიკისთვის და შესაბამისად, ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ სხვადასხვა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ეს საკითხი დააბრუნონ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში. ეს არის ინფორმაციის საზოგადოებამდე დამახინჯებული გზით მიტანის მცდელობა. ხდება არასწორი აქცენტების დასმა და უფრო მეტიც, მცდელობა, რომ ანაკლიის პორტის პროექტიც კი მიაბან ამ საკითხს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


