უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 თებერვალი, 2026 12:37
font-size

ეროვნული არქივი 2025 წელს ახალი მასალებით შეივსო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებს 2025 წელს შეემატა 56 594 საარქივო საქმე, 116 კინოფირი, 2 954 ფოტოსურათი, 150 აუდიოჩანაწერი, პერიოდული გამოცემების 746 ნომერი, 15 წიგნი, სამი რუკა და სხვა დოკუმენტები.

წერილობით დოკუმენტებს შორის არის როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, ისე კერძო არქივებიდან მიღებული მასალა, რომლებიც ასახავენ ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულს, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას. ძველი საბუთების კოლექცია შეივსო მე-19 საუკუნის 18 ერთეული ნასყიდობის წიგნით. სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის რუკების ფონდს შეემატა ალექსანდრ გროსის ატლასი (ლონდონი, 1920 წელი), ჰაინრიხ ბერგჰაუსისა და კარლ ფლემინგის „კავკასიის რუკა“ (გლოგაუ, 1859 წელი), ტომასო სანტონის „სოხუმის სანაპიროს რუკა“ (პიზა, 1861 წელი).

კინოარქივი გამდიდრდა შემდეგი მხატვრული, დოკუმენტური ფილმებითა და კინოჩანაწერებით: ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში“, „უშენოდ, მგონი, მოვკვდები“, „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“; ანდრო ჭიაურელის „წარმართობა“, „ანარეკლი“, „სიკეთის ტელეფონი“, „1992“; მერაბ ჯაფარიძის „უმაღლესი ჯილდო“, „ჩვენ ქურთები ვართ“; ლევან კიტიას „ტრასა“, „გზაჯვარედინი“. ასევე, სცენები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებიდან: „ჯორდანო ბრუნო“, „სასამართლო ქრონიკა“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „კოლხეთის ცისკარი“, „შუაღამემ გადაიარა“, კინომსახიობთა თეატრის დადგმა „წუთისოფელი ასეა“ და სხვა.

ამიერიდან არქივის ფონოკოლექციაში იქნება დაცული საოპერო მომღერლების: დავით გამრეკელის, მერი ნაკაშიძის, მედეა ამირანაშვილის მიერ შესრულებული არიები; ოპერა „ქეთო და კოტეს“ 1950 წლის ჩანაწერი; ოპერები „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“; ფონდ „ქართული გალობის“ მიერ გამოცემული ფოლკლორული სიმღერები.

არქივისათვის გადაცემულ ფოტოებს შორისაა ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი კადრები; მსახიობ კახი კავსაძის საოჯახო არქივში დაცული სურათები; ბათუმის საოპერო თეატრის სპექტაკლების, ბათუმის საერთაშორისო საოპერო მუსიკალური ფესტივალის ვიზუალური მასალა.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი