პოლიტიკა
,,ეროვნულ ფორუმში’’ რესპუბლიკურ პარტიასა და „თავისუფალი დემოკრატებთან“ ერთ ოპოზიციურ ძალად გაერთიანებას არ გამორიცხავენ
„ეროვნული ფორუმის“ წევრი სოსო ვახტანგაშვილი არ გამოვრიცხავს, რომ ერთ დროს კოალიციაში ერთად შემავალმა პარტიებმა ისევ ითანამშრომლონ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვახტანგაშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ახალი ევროპული ტიპის ოპოზიციური პარტიის შექმნას ეხებოდა.
მისი ინფორმაციით, მსგავსი იდეის შესახებ საკუთარი მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, კახა შარტავამაც დააფიქსირა.
“ის, რომ დღეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში კრიზისია, ეს ცხადია, თუმცა ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებასაც სჭირდება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 2012 წელს ერთად ვიბრძოდით რეჟიმის წინააღმდეგ, ისევ გავერთიანდეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალი არაფერი იქნება, ჩვენ ერთად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ „ეროვნული ფორუმი“, რესპუბლიკური პარტია და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ ოპოზიციურ ძალად გავერთიანდეთ,“ – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


