სამართალი
“ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ დავით შუკაკიძეს თავს დაესხნენ
“ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ დავით შუკაკიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ცემის მუხლით დაიწყო.
დავით შუკაკიძეს თავს გუშინ, ლერმონტოვის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან, დაესხნენ. დაშავებულს სხვადასხვა მოტეხილობა და თავის არეში, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.
შუკაკიძე მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და ამბობს, რომ
მას თავს ორი შეიარაღებული პირი დაესხა.
„მე ვარ ყინწვისის სპეცოპერაციის მსხვერპლი, პოლიტპატიმარი. ყინწვისის თემაში სოსო გოგაშვილი ჩვენს ჯგუფში იყო ჩანერგილი. რატომღაც ის დარჩა მსჯავრის გარეშე. ის იყო ინფორმაციის გამტანი და მომტანი ჩვენთან. მე ვამხილე ამ ფაქტში სოსო გოგაშვილი“, - განუცხადა შუკაკიძემ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალში“, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


