პოლიტიკა
ექსცესების მცდელობები იქნება ძალიან დიდი, უამრავ სიცრუეს ყრის `რუსთავი 2` - ბიძინა ივანიშვილი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.
„არჩევანი გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ღირსების, სამართლიანობისა და განვითარებისთვის, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან. ის წლები კარგად გახსოვთ თქვენ, როდესაც ძალა, რომელიც დღეს წარმოადგენს ოპონენტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისა, მათი ხელწერა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. კარად ვიცით და კარგად იგრძნობა, ალბათ თქვენც კარგად ხედავთ მოსახლეობის მობილიზებას, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობასა და სიცრუეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ის რაიმე ექსცესებს არჩევნების შემდეგ. ბიძინა ივანიშვილმა მიმართა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, რომ არხის ჟურნალისტები ამაში გამეცადინებულები იქნებიან და მონაწილეობას მიიღებენ. „მცდელობები იქნება ექსცესების, ვისი ხელწერაცაა, კარგად იცით თქვენ [რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიმართავს], იმისგან, ვინც დააფუძნა ესეთი მსგავსი ექსცესები. თქვენი ტელევიზია იქნება ძალიან გამეცადინებული და მონაწილეც იქნება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ. მაგრამ მობილიზება მეორე მხრიდანაცაა საკმარისზე მეტი. ნახეთ თქვენც, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“. ისევე მოხდება დღესაც. მცდელობები ექნება ძალიან დიდი, უამრავ სიცრუეს ყრის "რუსთავი 2," სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული იმ სიცრუის ნაკადით, რომელიც მოდის რუსთავი 2-დან. უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან. 10-დან 9 შემთხვევაში, როგორც წესი, ნებისმიერი გაჟღერებული ინფორმაცია "რუსთავი 2"-დან, როგორც წესი, თუ ათივე არა, 9 არის სიცრუე. მაგრამ მობილიზება არის მოსახლეობის ძალიან კარგი, დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ, ჩემი აზრით, სამეგობროც კარგად არის მობილიზებული, ჩემი მყავს მხედველობაში, არასამთავრობოებიც, მე მგონი, საბოლოო ჯამში, სწორ განწყობაზე დგანან და ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები.
ძალიან დიდი სურვილია იმის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ განათლებული, ღირსეული და კულტურული ერი. ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და უნდა ვამხილოთ ის უკულტურობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ჩადიან“, - განაცხადა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


