სამართალი
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ვიშუამდგომლებთ - ადვოკატი
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია მერიის ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.
მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დაცვის მხარემ დღეს მიიღო.
„დღეს დილით ავიღეთ ექსპერტიზის დასკვნა. ამის საფუძველზე ვიშუამდგომლებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ასევე მოვითხოვთ სხდომის დახურვას, ვინაიდან დოკუმენტი ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ექსპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს“, - თქვა გელაშვილმა.
ოთარ აბესაძე 11 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს, რადგან მან ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3000 დოლარი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


