საზოგადოება
ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი - სერგეენკო დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ შემთხვევის მართვაში მისი ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდან ჩართული ვარ და ყველა პარამეტრისა და კვლევის შედეგებიც ვიცი, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩატარდა, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
„მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზე კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადამიანი ხდება ავად, ოჯახის წევრებს აქვთ ყველაფრის უფლება – დასვან ნებისმიერი კითხვა და ჰქონდეთ ნებისმიერი მოთხოვნა და ვალდებულები ვართ, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ. რაც შეეხება იმას, რომ პირად კონტროლზე მყავდეს, მე სამსახურებრივი მოვალეობების გამო უამრავი, ასეულობით პაციენტი მყავს პირად კონტროლზეც და ამ შემთხვევაშიც პირველივე წუთებიდან საქმის კურსში ვარ პარამეტრებისა და კვლევის შედეგების დონეზე”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


