პოლიტიკა
ენმ თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარის მიზნობრიობის საკითხის შესწავლას ითხოვს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი აუდიტის სამსახურისგან თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარის მიზნობრიობის საკითხის შესწავლას ითხოვს.
ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართა.
მისი თქმით, მერიის სარეზერვო ფონდიდან ხდება გაუმჭვირვალედ თანხების გადარიცხვა გარკვეული პირებისთვის და რომ არა დედაქალაქის მთავრობაში კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდებოდა ლევან გაჩეჩილაძის იდენტიფიცირება და იმის გამორკვევა, რომ 30 000 ლარი ლევან გაჩეჩილაძეს მისცეს.
„მილიონერი კახა კალაძე მილიონერ ლევან გაჩეჩილაძეს დაეხმარა საბიუჯეტო სახსრებით და ამ თანხამ 30 000 ლარი შეადგინა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა აუდიტის სამსახურის მიმართ არის, რომ შეისწავლოს, რამდენად მიზნობრივად მოხდა მილიონერ ლევან გაჩეჩილაძისთვის ამ თანხის გამოყოფა და რამდენად იყო დასაბუთებული ის მიზნობრიობა, რომლის მიხედვითაც მერიის სარეზერვო ფონდიდან 30 000 ლარი გაიცა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება იყო პირადი მოტივებით მიღებული, ამ გადაწყვეტილებას საერთო არ აქვს იმასთან, რომ ვინმეს რაიმე სოციალური გაჭირვება ჰქონდა და ამის გამო მოხდა დახმარება. ლევან გაჩეჩილაძე სხვა მოქალაქეებთან შედარებით უკეთეს პირობეში იყო ჩაყენებული, რადგან ყველა ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, მერიისგან მიიღოს 30 000 ლარის დახმარება, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ჩვენ უამრავი მოქალაქე გვინახავს, რომელიც ოპერაციას ვერ იკეთებს იმიტომ, რომ შემოსავალი არ აქვს. უამრავი ბავშვი გვინახავს, რომლებიც სამწუხაროდ, იღუპება იმის გამო, რომ მის ოჯახს მინიმალური სახსრებიც კი არ აქვს. უამრავი სოციალურად დაუცველი გვინახავს, რომელიც მედიკამენტს ვერ ყიდულობს. მათ მერია ეუბნება, რომ ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ დაეხმარება. ამ დროს მილიონერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მერმა მისცა თავს უფლება, მილიონერ ლევან გაჩეჩილაძეს დახმარებოდა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, კახა კალაძემ ლევან გაჩეჩილაძისთვის თანხის გაცემის შესახებ ბრძანება 2017 წლის 13 დეკემბერს გასცა, თანხა კი 15 დეკემბერს გაიცა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


