უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 აპრილი, 2017 12:45
font-size

ენმ სუს-ის უფროსის მოადგილეს კორუფციაში ადანაშაულებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. პარტია მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

პარტიის წევრებმა ლევან ბეჟუაშვილმა და გოგა ონიანმა აღნიშნულ საქმეზე სარჩელი უკვე შეიტანეს.

ენმ-ის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თანამდებობის დაკავებამდე გოგაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებოდა „აშკარაა კლასიკური კორუფციული სქემა. ადამიანი, რომელიც 2013 წელს სოციალურ დახმარებას ღებულობს, ძალიან დიდი ქონების პატრონი გახდა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დაინიშნა და საჯარო სამსახურსი მოხვდა. ასევე აქ საუბარი შეიძლება იყოს უკანონო გამდიდრებაზე, სხვა კორუფციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც კანონით განსაზღვრიულია. სულ მცირე პროკურატურამ უნდა დაიწყოს ამ საქმეზე გამოძიება“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

გოგა ონიანის თქმით, გოგაშვილი მულტიმილიონერია მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა მას ბიზნესის წარმოების უფლებას არ აძლევს.

დღეს ასევე გოგაშვილის გადადგომის მოთხოვნით ე.წ. მოდულის შენობასთან ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა აქციას მართავს.

გოგაშვილის შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე კვირას გადაცემა „პოსტქრიპტუმში“ სიუჟეტი გავიდა, რომლის მიხედვით გოგაშვილმა თავისი ცოლის დებზე ფიქციურად გადააფორმა უძრავი ქონება, რაც მის დეკლარაციაში მითითებული არაა.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი