პოლიტიკა
ენმ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების შერჩევის წესს აპროტესტებს
„ნაციონალური მოძრაობა“ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების შერჩევის წესს აპროტესტებს.
დავით კირთაძის განცხადებით, წევრების შერჩევა CV-ის საფუძველზე ხდება, რაც კომისიას საშუალებას აძლევს, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარტივად შეარჩიონ.
დავით კირთაძე ითხოვს, კომისიის წევრების შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდეს და ის საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ამ პროცესში ჩაერთონ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მოუწოდებს მონაწილე მხარეებს, დროულად გაიარონ საარჩევნო რეგისტრაციები, რითაც ხელს შეუწყობენ საარჩევნო პროცესების ღიაობას, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესს.
ცნობისთვის - საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების არჩევა დადგენილი წესის საფუძველზე ხდება. საქართველოს ორგანული კანონის, საარჩევნო კოდექსის მე-20 მუხლის მე-16 პუნქტის მიხედვით, კანდიდატებთან გასაუბრებას კანონმდებლობა კომისიას არ ავალდებულებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


