პოლიტიკა
ენმ-ს ინფორმაციით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ერთი საღამოს სარესტორნო მომსახურებაში, 18 ათასი ლარი დახარჯა
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის ბიუჯეტის ხარჯვაში ადანაშაულებს.
ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, არსებობს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ერთი საღამოს სარესტორნო მომსახურებაში, 18 ათასი ლარი დახარჯა.
"ნაცვლად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო დაკავებული იყოს იმ პრობლემებით, რომელიც გარემოში გვაქვს, დაქეიფობენ ეს ადამიანები იქით-აქეთ იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა მოიპოვონ და ამისთვის ბიუჯეტიდან ვიხდით ათობით ათას ლარს, მივმართავთ აუდიტის სამსახურს,“-ამბობს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი.
ბრალდებებს უარყოფენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სადაც ამბობენ, რომ ღონისძიებაზე სააგენტოს 10 წლის იუბილე აღნიშნეს.
,,გადავწყვიტეთ, რომ საზეიმოდ აღგვენიშნა 10 წლისთავი გარემოს ეროვნული სააგენტოსი. ეს იყო საკუთარი სახსრები, დაზოგილი სახსრები სააგენტოს ბიუჯეტიდან გაღებული ჯილდოებზე, საზეიმო მიღებაზე, კონფერენციაზე. ამის ყველა საბუთი მოგვეპოვება. არცერთი ნაბიჯი კანონის მიღმა ამ საზეიმო ღონისძიებების დაგეგმვის დროს ჩვენ არ გადაგვიდგამს“, - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


