პოლიტიკა
ენმ რეპერების დაუყოვნებლივ გათავისუფელაბს მოითხოვს (ვიდეო)
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, ასევე სუს-ის უფროსის, შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის პასუხისგებაში მიცემას. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა კოტე იოსელიანმა განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე.
„ენმ მოითხოვს, დაკავებული მომღერლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ასევე ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობაში მიცემას, რომელიც ამ სისტემურ დანაშაულშია ჩართული - ესაა შს მინისტრი, სუს-ის ხემძღვანელი, გენერალური პროკურორი“,- თქვა იოსელიანმა.
მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება საზოგადოებას ნარკოტიკების ჩადებით უპირისპირდება.
„ნარკოტიკების ჩადებით მომღერლების დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებმა და საზოგადოების ტერორის პრაქტიკამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო.
ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება, უკანონო თვალთვალი და შანტაჟი არის ის ბინძური მეთოდები, რასაც „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგ. „ქართული ოცნება“ დგას ნეპოტიზმზე, კორუფციაზე, მაფიოზურ კლანებსა და იმ პარტიულ პოლიციაზე, რასაც სუს-ის სახელით ვიცნობთ“, -განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ჯგუფ „ბირჯა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით არიან დაკავებული და 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
როგორც მგალობლიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ისინი დააკავეს კლიპისთვის „tsl shavi zeda“, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


