პოლიტიკა
ენმ პარლამენტში ანტიტერორისტული ოპერაციის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
,,ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 22 ნოემბრის ანტიტერორისტული ოპერაციის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, კომისიის ფარგლებში პასუხის უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ მოხვდა საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი თბილისში.
,,ეს ჩავარდნები გამოსაძიებელია და პასუხისმგებლობის საკითხი დასაყენებელია იმ პირების წინაშე, რომლებიც ვერ გაუმკლავდნენ ამოცანას.
ქალაქში ან შემოეპარათ ან შემოიყვანეს ტერორისტები, მალავდნენ მათ და მერე მთელი უბნის, მთელი დედაქალაქის სერიოზული ნაწილის სიცოცხლე ჩააგდეს საფრთხეში“,-აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას უერთდება ,,ევროპული საქართველოც“. დღესვე საპარლამენტო უმცირესობა ბიუროზე კიდევ ერთხელ დააყენებს რამდენიმე მინისტრის - მათ შორის მიხეილ ჯანელიძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხს.
,,ეს ეხება რამდენიმე საგამოძიებო კომისიას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით . საზედამხედველო საქმიანობის უფრო ეფექტურ განხორციელებას პარლამენტში, რაც ბუნებრივია უკავშირდება მთავრობის წევრების მოსვლას და ანგარიშებს,“-აცხადებს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გიგი წერეთელი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


