პოლიტიკა
ენმ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეკრიბოს ბიუროს სხდომა
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეკრიბოს ბიუროს სხდომა, რათა დეპუტატ, ნიკა მელიას დაკავებაზე იმსჯელონ.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, პარტია ასევე ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას.
„დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, დაირღვა პარლამენტის რეგლამენტი და მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, დაუყოვნებლივ შეკრიბოს პარლამენტის ბიურო, რათა ჩვენ ვიმსჯელოთ იმაზე, რაც დღეს მოხდა. გადადგეს დაუყოვნებლივ გახარია, რომლის დაქვემდებარებაში მყოფმა ადამიანებმაც დაარღვიეს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი. ივანიშვილის მთავრობა ამ ქვეყნის მართვის კონსტიტუციური ველიდან გავიდა, რაზეც ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ხვალ პარლამენტში მოწვეული არიან დიპლომატები და მათ ჩვენ ვაცნობებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ენმ-ს წევრი ყველა ოპოზიციურ პარტიას დღეს, 18:00 საათზე, აქციაზე მისვლისა დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდებს.
,,თუ დღეს იჭერენ საქართველოს პარლამენტის წევრს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“ ხვალ შეიძლება დაიჭირონ ნებისმიერი თქვენგანი და ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, დამკვიდრდება ერთპარტიული მმართვლობა“, - განაცხადა სანადაშვილმა ოპოზიციური პარტიებისადმი მიმართვაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


