პოლიტიკა
ენმ ხელისუფლებას უცხოელი ბიზნესმენების დაშინებასა და დევნაში ადანაშაულებს (ვიდეო)
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ოთარ სირაძემ, ხელისუფლება უცხოური ბიზნესის დევნაში დაადანაშაულა. როგორც სირაძემ განაცხადა, ამაში „ქართულ ოცნებას“ სასამართლო ეხმარება.
„ივანიშვილმა და მისმა კლანმა ჯერ დააშინა, დააშანტაჟა და სრულ მორჩილებაში მოიყვანა ქართული ბიზნესი, ხოლო შემდეგ ჯერი უცხოურ კომპანიებზე დადგა, კომპანიებზე, რომლებიც მილიონობით დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში, მათზე ხდება ზეწოლისა და პრობლემების შექმნის მიზანმიმართული კამპანია, რაშიც ივანიშვილს ზურგს უმაგრებს უკვე მის მორჩილებაში მყოფი სასამართლო სისტემა და მისი ურცხვი მოსამართლეები“, - განაცხადა სირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „ტერაბანკს“, „ფილიპ მორისს“, „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ მოსამართლემ ვლადიმერ კაკაბაძემ ჯარიმის სახით 150 მლნ აშშ დოლარის გადახდა დაავალდებულა. შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ დაკისრებული ჯარიმის მთლიანი რაოდენობა კი 565 მლნ ლარს შეადგენს.
სირაძემ ასევე ისაუბრა დემირელის კოლეჯზე. მისი თქმით, ფინანსურმა პოლიციამ, საგადასახადო სამსახურმა სასწავლებელს 1.5 მილიონი ლარის ჯარიმა გამოუწერა, ხოლო მის მენეჯერს, მუსტაფა ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს.
ენმ-ის წევრის თქმით, ფინანსურმა პოლიციამ 1,35 მლნ ლარის ჯარიმა გამოუწერა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“, ხოლო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანის მოქალაქე ჯიაჰან ჰაკინი საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან გაუკეთეს დეპორტაცია.
ოთარ სირაძის თქმით, ხელისუფლების ასეთი მიდგომა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და ეკონომიკურ მდგომარეობას დააზარალებს, ხოლო პოტენციურ ინვესტორებს საგანგაშო სიგნალს აძლევს.
„ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ბიზნესზე ზეწოლის მაგალითებს, ეს არის უკიდურესად საგანგაშო სიგნალი სხვა პოტენციური ინვესტორებისათვის. გარდა ამისა, ასეთი ქმედებებით ზიანდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და ეს ყველაფერი გამოიღებს ძალიან ნეგატიურ შედეგებს ჩვენი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისათვის. აქედან გამომდინარე, ენმ კატეგორიულად მოითხოვს, შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა, ნადირობა უცხოელ ივესტორებსა და მათი დევნა“, - თქვა სირაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


